აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი გიორგი ბურჯანაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს

აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი გიორგი ბურჯანაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს

საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი გიორგი ბურჯანაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს. შესაბამისი პოსტი მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„ეუთო ოდირი“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, აკვირდებოდა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესს 2019-2021 წლებში. მათი შეფასებით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესების პროცესს აკლდა როგორც კეთილსინდისიერება, ისე ობიექტურობა და სანდოობა („..were assessed by ODIHR to lack integrity, objectivity and credibility.“).

„ეუთო ოდირის“ შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა არ განხორციელებულა დამსახურებაზე დაფუძნებულ სისტემაზე დაყრდნობით. კანდიდატების შერჩევის პროცესში გადაწყვეტილებების მიღებას აკლდა არგუმენტაცია და არასაუკეთესო შეფასებების მქონე კანდიდატების შერჩევა ხდებოდა შესაბამისი ახსნის გარეშე.

მოსამართლეთა კეთილსინდისიერების ექსტრაორდინარული შემოწმება, ე.წ. ვეტინგი გულისხმობს იმის დამოუკიდებელ გადამოწმებას, თუ რამდენად აკმაყოფილებენ მოსამართლეები სამოსამართლო მოთხოვნებს. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწევრიანებისთვის დადგენილი წინაპირობა შეეხება 60-მდე პირის თანამდებობის თავსებადობის გადამოწმებას (მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების)“, - წერს ბურჯანაძე.