ზურაბ ქადაგიძე: რა განსხვავებაა ლომჯარიას და ქათამაძეს შორის? არანაირი, ერთი უთავმოყვარეო ნაძირალაა და მეორე - თავმოყვარე იდიოტი

ზურაბ ქადაგიძე: რა განსხვავებაა ლომჯარიას და ქათამაძეს შორის? არანაირი, ერთი უთავმოყვარეო ნაძირალაა და მეორე - თავმოყვარე იდიოტი

"ეს ის საზოგადოებაა, რომელმაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ აღმოაჩინა რუსული ოკუპაცია და მანამდე, ზოგი მიხალკოვებთან ერთად პოზიორობდა კრემლში და ზოგი “ლაბუდაბუდეის” უძღვნიდა მოსკოველ მსმენელს," - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მომღერალ ნინო ქათამაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ემიგრანტს, რომელმაც წლების განმავლობაში თანხა დააგროვა, საქართველოში დაბრუნებისთანავე “გამჭვირვალობის კანონი” შეეხება. 

ქადაგიძის თქმით, ნინო ქათამაძე აპროტესტებს იმას, რაც არ წაუკითხავს და უფრო მეტიც, მიზანმიმართულად ავრცელებს სიბინძურესა და ტყუილს. 

„სინდისის ძარღვი რომ კაპიუშონის ზონარივით ჩაეკარგათ გლუვ ტვინებში…

მერე უკვირთ, უსამშობლოებს რატომ გვეძახითო?!

აპროტესტებს იმას, რაც არ წაუკითხავს და უფრო მეტიც, მიზანმიმართულად ავრცელებს სიბინძურესა და ტყუილს.

თუმცა ეს ის საზოგადოებაა, რომელმაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ აღმოაჩინა რუსული ოკუპაცია და მანამდე, ზოგი მიხალკოვებთან ერთად პოზიორობდა კრემლში და ზოგი “ლაბუდაბუდეის” უძღვნიდა მოსკოველ მსმენელს. 

რა განსხვავებაა ლომჯარიას და ქათამაძეს შორის?

არანაირი, ერთი უთავმოყვარეო ნაძირალაა და მეორე, თავმოყვარე იდიოტი!“ - წერს ქადაგიძე.